“ექიმმა გვითხრა, რომ შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება” – აქციაზე ნაცემ აშშ-ის მოქალაქეს მძიმე დაზიანებები აღენიშნება


ავტორი
Front News საქართველო
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
მამაკაცს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მამაკაცის მდგომარეობაზე მისი მეგობარი საუბრობს, რომლის თქმითაც, მას ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ და აღნიშნულის გამო, აშშ-ის საელჩოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.
“დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული ოთხი ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს.
ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა აშშ-ის დაზარალებული მოქალაქის მეგობარმა “მთავართან”.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს