ექსპერტი – არჩევნების წინ პუტინი ცდილობს “მშვიდობისმყოფელის” იმიჯი შეიქმნას


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ცდილობდა არჩევნების წინ მშვიდობისმყოფელის იმიჯი შეექმნა. ამის შესახებ Front News-თან საუბრისას პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ განაცხადა.
“პირველი, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ: ეს იყო წინასაარჩევნო პრესკონფერენცია. პუტინის ყველა განცხადება მის იმიჯზე მოქმედებს. ადრე არჩევნები არ იყო, ახლა ის გამოდის მშვიდობისმყოფელის როლში, რომელიც სირიიდან ჯარს გაიყვანს”, – განაცხადა ფესენკომ.
მისივე თქმით, პუტინი ფაქტებს მისთვის მომგებიანი ფორმით ფარავს.
“მაგალითად, მისი განცხადება უკრაინის საკითხზე – მის ხალხზე, მშვიდობისმყოფელებზე, ტყვეების გაცვლაზე – ყველაფერი ტყუილია. ამაში მხოლოდ 15%-ია სიმართლე, დანარჩენი კი – მისთვის მომგებიან ფორმატში ფაქტების დაფარვაა”, – განაცხადა ექსპერტმა.
14 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მე-13 ყოველწლიური პრესკონფერენცია გაიმართა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა