ერდოღანი – ანკარას არ სურს, რომ მსოფლიომ მეორე ჩერნობილი გამოსცადოს


ავტორი
Front News საქართველო
ლვოვში ზელენსკის, ერდოღანსა და გუტიერეშს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ლიდერებს შორის საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარას არ სურს, რომ მსოფლიომ მეორე ჩერნობილი გამოსცადოს, ამიტომ იგი ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს.
“თურქეთი მზადაა უკრაინას დახმარება გაუწიოს ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ანკარა იმედოვნებს, რომ “მარცვლოვანი შეთანხმება“ დაეხმარება უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას. ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს და ახლა მთავარი ამოცანაა ამისთვის უმოკლესი გზის პოვნა”, – განაცხადა ერდოღანმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს