
ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას დათანხმდა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე ეტაპობრივად გადავიდეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, გაზის თემა სოჭში მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იყო.
“საუბარი იყო თურქეთის რესპუბლიკაში გაზის მიწოდებაზე, რომელიც მიეწოდება საკმაოდ დიდი მოცულობით – ყოველწლიურად 26 მილიარდი კუბური მეტრი. მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ დავიწყებდით გაზის ნაწილობრივ მიწოდებას და რუბლებში გადახდას”, – განაცხადა ნოვაკმა.
გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ლიდერებმა მომავალ წელს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება და “თურქული ნაკადის” გაზსადენის ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს