
ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.
“თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედის მომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობას და ბედნიერება“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს