ერდოღანი – მჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, ჩვენ მზად ვართ კვლავ ვითამაშოთ შუამავლის როლი


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთს მიაჩნია, რომ სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილეს ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯები. ის იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან მიღებული „პოზიტიური ატმოსფერო“ შეიძლება „გადაიზარდოს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მუდმივ მშვიდობაში.
“პირადად მე მჯერა, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ფაქტობრივად, ამას ეთანხმებიან ბატონი ზელენსკი და ბატონი გუტიერეში. მთავარია მოლაპარაკებების მაგიდამდე უმოკლესი და სამართლიანი გზის განსაზღვრა.
ჩვენ მზად ვართ კვლავ ვითამაშოთ ფასილიტატორის ან შუამავლის როლი, რათა გავუწიოთ ყველა სახის მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ერდოღანმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს