ერდოღანი – თურქეთი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის იდეას კონსტრუქციულად უპასუხებს


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთს სურს დაინახოს რუსეთის კონსტრუქციული პასუხი უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი პოზიტიურად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის თანხმობას რუსეთთან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე.
“ახლა ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი კონსტრუქციულად უპასუხებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
11 მარტს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რომელიც 30 დღე უნდა გაგრძელდეს. უკრაინის ოფიციალური პირები დაეთანხმნენ ამ ინიციატივას, მაგრამ უცნობია, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, დათანხმდეს ცეცხლის ასეთ შეწყვეტას, ოღონდ იმ პირობით, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყდება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე გაემგზავრნენ რუსეთში ამ იდეის განსახილველად.
თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მასზე სანქციებით ზეწოლა მოახდინოს.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს