ერდოღანი – თურქეთი მზადაა, რუსეთის ფედერაციაში სიტუაციის დარეგულირებაში წვლილი შეიტანოს


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში მომხდარი არცერთი მოვლენა ადგილიდან არ უნდა გავიდეს.
“ჩვენ, თურქეთი, მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი სიტუაციის დარეგულირებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
კრემლის ინფორმაციით, ერდოღანმა დაურეკა პუტინს და “გამოხატა სრული მხარდაჭერა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე”.
გადატრიალების დაწყების შემდეგ რუსმა დიქტატორმა მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრები დაიწყო. პირველი ზარი ყაზახეთის პრეზიდენტთან იყო, რომელმაც პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს