Logo

ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

მსოფლიო
1257
Frontnews image description

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. 

 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 20 ადამიანი.

 

სავაჭრო ცენტრში “სურმალუში“ ამ დროისთვის ხანძარია. სავარაუდოდ, ფოიერვერკების საწყობი იწვის.

 

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანაგებო სიტუაციების სამსახურები.

 

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები