ერევანში შეიარაღებული პირები პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პოლიციის განყოფილებაში უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ამის შემდეგ მოხდა სროლა და აფეთქებები ეზოში, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ შემთხვევა ერევნის ჩრდილოეთით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა “საბრძოლო ძმობის” ორგანიზაციის წევრებს შეიძლება განეხორციელებინათ მას შემდეგ, რაც დღეს პოლიციამ ოცზე მეტი მათი მონაწილე დააკავა. ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
გამოცემა Armlur წერს, რომ პოლიციის განყოფილებასთან ყუმბარა აფეთქდა, სავარაუდოდ, არიან დაჭრილები, ჩამსხვრეულია მინები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მივიდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სამმა შეიარაღებულმა პირმა შენობაში შეჭრა სცადა, რა დროსაც ორი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან იმყოფება, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები მის გასანეიტრალებლად.
თაგები:
ერევანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს