Logo

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრა გაიმართება

საზოგადოება
912
Frontnews image description

ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 98-ე შეხვედრა დღეს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება. 

ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელისა და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

შეხვედრაზე ასევე ბოლო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს და ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

ამ ფორმატში შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება.

თაგები:

Advertisement