ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყონებლივი გათავისუფლების საკითხი.
“შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები. მათ შორის აღინიშნა ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მუშაობის ეფექტური ფუნქციონირების საკითხის.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 23 სექტემბერს ჩაინიშნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ერგნეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა