ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აქედან ორ პირს გაუხანგრძლივდა წინასწარი პატიმრობა, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ე.წ. სასამართლო პროცესები გრძელდება, ხოლო ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა 19 ივნისს დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს.
რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძესა და კახაბერ ნათაძეს, მათთან დაკავშირებით შეხვედრაზე ახალი დეტალი არ გაჟღერებულა.
ირაკლი ანთაძის თქმით, ერგნეთში მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იმსჯელეს ჰუმანიტარულ საკითხებზეც.
თაგები:
ერგნეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა