ერმაკი – მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
მომავალი წელი იქნება “გადამწყვეტი” რუსეთის წინააღმდეგ ომში. გარდამტეხი მომენტი ახლოვდება, – ამის შესახებ Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
ამ განცხადებით უკრაინის მაღალჩინოსანმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ევროპას, გააძლიერონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას დამატებითი იარაღი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სანამ რუსეთის ენერგოსისტემაზე მოსალოდნელი თავდასხმა მოხდება.
“ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება”, – განაცხადა ერმაკმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას.
ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ერმაკი შეხვდა აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მრჩევლებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს