ერმაკი – პილოტების მომზადების შემდეგ, ნიდერლანდები უკრაინას 42 F-16-ს გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
ნიდერლანდების მთავრობა ჩვენი პილოტების მომზადების შემდეგ უკრაინას 42 F-16-ს გადასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, F-16 უკრაინის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
“დასრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც დააჩქარებს უკრაინის მიერ თვითმფრინავების მიღების პროცესს. ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მხარდაჭერისთვის”, – წერს ერმაკი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დანიას უკრაინას 19 F-16-ს გადასცემს.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს