ერმაკი – რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და საბავშვო ბაღს, რუსები აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
კიევზე რუსების სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი გამოეხმაურა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რაც შეიძლება მალე აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორად და უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
“რუსებმა ისევ დაარტყეს კიევს. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და საბავშვო ბაღს. ისინი აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ომის ყველა წესის დარღვევით. მათ არ აქვთ ღირსება, სინდისი და ვაჟკაცობა.
აუცილებელია რუსეთის აღიარება ტერორიზმის სპონსორად, რაც შეიძლება მალე. ასევე გვჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან. ტერორისტული ქვეყნისგან იარაღი დაგვიცავს და ეს დაეხმარება ჩვენს არმიას რუსების დამარცხებაში ბრძოლის ველზე”, – წერს ერმაკი.
კიევში დღეს დილით 4 აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი განადგურდა. არიან დაშავებულები. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს