Logo

ერმაკი – სახლებში დავაბრუნეთ კიდევ 100 სამხედრო, მათ შორის მარიუპოლის, აზოვსტალის, ჰოსტომელის დამცველები

უკრაინა
276
Frontnews image description

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, მათ შორის არიან მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის მცველები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ჩვენ მოვახერხეთ ტყვეების მორიგი დიდი გაცვლა. სახლში დავაბრუნეთ ჩვენი 100 მოქალაქე – ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები. მათ შორის არიან მარიუპოლის, აზოვსტალის, ჰოსტომელის დამცველები”, – განაცხადა ერმაკმა.

 

მისი თქმით, ზოგიერთი ჯარისკაცი მძიმედ არის დაშავებული და დაავადებული.

 

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულმა მათგანმა მიიღოს ყველა საჭირო დახმარება“, – აღნიშნა მან.

 

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა უკრაინელ ტყვეს სახლში დააბრუნებს.

Advertisement