ერმაკი – უკრაინამ ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით “დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უკვე 13 ქვეყანა შეუერთდა. ამასთან, უკვე დაწყებულია კონსულტაციები აშშ-თანაც.
“დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან უკვე დაწყებულია”, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს მოელის, რომელიც აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის მეორე თავდასხმა ომის დასრულების შემდგომ პერიოდში და იქამდე, სანამ უკრაინა ნატოს წევრი გახდება.
ვილნიუსში ნატოს სამიტზე, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართა, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ის ითვალისწინებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანება.
მათ შორის, ვინც დეკლარაციას შეუერთდა, არიან ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს