ერმაკი – უკრაინის ნატოში გაწევრიანება ომის დასრულების დასაჩქარებლად საუკეთესო გზაა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების დაჩქარებას დაეხმარება და უზრუნველყოფს მშვიდობას ევროპაში, – ამის შესახებ უკრაინამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
“ნატომ და მისმა არსებულმა წევრებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ. მე მჯერა, რომ ჩვენი შესვლა ნატოში საუკეთესო გზაა ომის დასრულების და სამომავლოდ ევროპაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და რუსეთის შესაძლო შემოჭრის თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, უკრაინას ივლისში ნატოს ვილნიუსის სამიტზე ორი რამის იმედი აქვს:
პირველი – ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. მეორე – უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები შუალედური პერიოდისთვის.
ერმაკის თქმით, უკრაინა რუსეთს 14 თვეა, ებრძვის. მას არ ეშინია და შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უკვე გაათავისუფლა ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი – შესაბამისად, ის მხოლოდ თავს არ იცავს.
“სისულელე იქნებოდა, ნატოში არ მიიღოთ ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძლიერი არმიით. ჩვენ პრაქტიკაში ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა. ამ ომის შემდეგ ჩვენ უნდა ავაშენოთ მძლავრი თავდაცვის ხაზი ბალტიიდან შავ ზღვამდე. არცერთი შეთანხმება, გარდა ნატოში გაწევრიანებისა, არ დაიცავს ქვეყანას ახალი თავდასხმებისგან. მე ვამბობ: მოგვეცი გაწევრიანება გამარჯვების შემდეგ, ოღონდ იურიდიულად მიგვიწვიეთ წინასწარ. ეს იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი“, – განაცხადა ერმაკმა.
თაგები:
ანდრეი ერმაკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


