ერმაკი – ვკარგავთ გმირებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან რუსული ბოროტების წინააღმდეგ, ასეთები იყვნენ მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი უკრაინაში ქართველი მებრძოლების მალხაზ კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის დაღუპვას ეხმაურება.
“ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც იბრძოდნენ თავდაცვის ძალების რიგებში”, – წერს ერმაკი.
ერმაკის ცნობით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიღუპა, კვიჟინაძე კი ლუგანსკის რაიონში.
გმირების ცხედრები საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
პუტინის ომს უკრაინაში დღემდე 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
ანდრეი ერმაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს