ეროვნულ არქივში ვახტანგ VI-ის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.
მეფე ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის „ჯანიშინი“ (1703-1712), ქართლის მეფე (1716-1724) 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა; მისი აღმზრდელი და მასწავლებელი სულხან-საბა ორბელიანი იყო. ვახტანგს შესწავლილი ჰქონდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპრუდენცია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია. მისი მეფობის პერიოდში შეიქმნა საკანონმდებლო აპარატი და პირველი ქართული სტამბა, დაიწყო ახალი ქართული მონეტების მოჭრა ქართული წარწერებითა და ევროპული ციფრული სისტემით; მან აღადგინა და ააშენა ეკლესიები, შექმნა საირიგაციო სისტემა და სხვა. მისი მოღვაწეობის პერიოდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "ტყვეთა სყიდვის“ აღკვეთა და სამეფო გვარდიის ჩამოყალიბება.
გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
თაგები:
ეროვნული არქივი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს