
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნულ გალერეასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და შსს-გან საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ.
დემონსტრანტების შეფასებით, სულაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კულტურის სამინისტროს მხრიდან ცენზურის მცდელობაა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, პოლიციამ აქციის მონაწილეებს კედელზე საღებავით წარწერის გაკეთების უფლება არ მისცა და საღებავების წართმევა სცადა, რის შედეგადაც ნატა ფერაძე დაშავდა.
“მართლა არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, ვიღაცის თავი მომხვდა ძალიან ძლიერად თავში, ცხვირში, სისხლი მომდიოდა, ტუჩი შეშუპებული მაქვს, კბილი მონჯღეული. დავრეკე გენისპექციაში, რომ მიიღონ ზომები და პასუხი იყო, გაიგე, რომელმა პოლიციელმა იძალადა შენზეო”, – განაცხადა ფერაძემ.
თაგები:
ნატა ფერაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს