ეროვნულ გვარდიას გენერალ-მაიორი ტომას კარდენი სტუმრობდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა.
ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.
თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს