ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა.
ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.
ცერემონიალს წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღვოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს