ეროვნულ კინოცენტრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
“თავისუფლება და დამოუკიდებლობა კინოცენტრს, ქართული კინო საფრთხეშია” – ამ სლოგანით ეროვნულ კინოცენტრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
კინემატოგრაფისტები ცდილობენ, თავიანთი მოთხოვნები კინოცენტრის ხელმძღვანელობას გააცნონ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არა ცენზურას”, “თავისუფლება და დამოუკიდებლობა კინოცენტრს” .
როგორც მსახიობი თინა ლაღიძე აცხადებს, უკვე ერთი წელია, აპროტესტებენ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიტაცებას.
“ერთი წელია, რაც ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, კინოცენტრის ბანდიტურად მიტაცებას. შედეგი არის ის, რომ თუ ჩვენ ერთი წლის წინ ვიყავით 450 კინემატოგრაფისტი, დღეს მთელი ქვეყანა აპროტესტებს ამ რეჟიმს. ერთი წლის წინ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ამას მიხვდნენ და გრძნობდნენ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფოს მმართველობა. დღეს ჩვენ რეპრესიები უკვე სახეზე გვაქვს”, – განაცხადა თინა ლაღიძემ.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს