
ავტორი
Front News საქართველო
ნუ აბრუნებ საბჭოთა კავშირში!, არა რეპრესიებს, – ამ ლოზუნგით ეროვნულ მუზეუმთან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კულტურის მინისტრის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციის პარალელურად მუზეუმში გამოფენა -„ფერები აფხაზეთიდან“ მიმდინარეობს, რომელსაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრებთან ერთად ესწრება.
მუზეუმში შესვლის საშუალება არ მისცეს ყოფილ თანამშრომელ ისტორიკოსს და მკვლევარს იულონ გაგოშიძეს.
გაგოშიძის თქმით, ის მუზეუმში გაურკვეველი მიზეზით არ შეუშვეს.
“ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი ვარ, მითხრეს, რომ დახურული შეხვედრაა და არ შემიშვეს“, – განაცხადა იულონ გაგოშიძემ.
თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს