ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმებს რეტროსპექტივა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების 4-დღიანი რეტროსპექტივა 18 სექტემბერს მხატვრული ფილმით „თეთრი ქარავანი“ გაიხსნა.
საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაყურებელი 19, 20 და 21 სექტემბერს იხილავს ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“ (1973), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „მრავალჟამიერი/ტრილოგია“ (2022).
რეტროსპექტივის გახსნისას ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა ქართულ კინემატოგრაფიაში ელდარ შენგელაიას გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს.
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
თაგები:
ეროვნული არქივი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს