
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ.
კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ეროვნული ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს