ეროვნული გვარდიის მეთაური “ჩვენი ჯარის“პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პროექტის – “ჩვენი ჯარი” ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლეს. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სტუდენტებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო.
ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს.
“ჩვენი ჯარი” საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
თაგები:
ჩვენი ჯარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა