ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების და სფფ-ის მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებზე გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.
წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“შაბათის ფორმულამ” გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.
ჩანაწერის მიხედვით, სადაც ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ესაუბრება, ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი.
ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.
მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ნოდარ ნიშნიანიძე ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.
ჩანაწერებს ვაკო ყაზაიშვილი Facebook-ზე სტატუსით გამოეხმაურა. ყაზაიშვილმა ფეხბურთის ქომაგებსა და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.
ფეხბურთელის თქმით, ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის “მძიმე და მიუღებელია”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს