
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები -16 მეტყევე ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აიცრა.
„მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ვითარების სიმძიმე, მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ პანდემიას და არ ვიქნებით რისკის შემცველი ირგვლივ მყოფთათვის. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს