Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს 

სამხედრო
109
Frontnews image description

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს. 

აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდია 155

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index

აბიტურიენტთა რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შესაძლებელია 6 აპრილის 10:00 საათიდან - 11 მაისის 18:00 საათამდე

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 აპრილიდან 18 ივნისის ჩათვლით

აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი

ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

თავდაცვა და უსაფრთხოება

თავდაცვის მენეჯმენტი

კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება

ყურადღება!!!

კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა აკრედიტაციის რეჟიმშია, შესაბამისად პროგრამაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აბიტურიენტებს ექნებათ მოგვიანებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ტელ: 599 21 80 82.

საავიაციო ინჟინერია

მექანიკის ინჟინერია

მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე - https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri

ან დაუკავშირდით აკადემიის საბუთების მიმღებ კომისიას ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61.

გახდი იუნკერი!

გისურვებთ წარმატებას!


Advertisement
Advertisement 2
სიახლეები