Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

სამხედრო
147
Frontnews image description

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ:

არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 

დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდებს (მაგისტრანტობის კანდიდატები ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციას გაივლიან ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge). რეგისტრაციის ვადები (2025 წლის 5 მარტი - 2 აპრილი), გამოცდების თარიღები და სხვა ინსტრუქციები იქნება განთავსებული იგივე ვებგვერდზე);  

ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას სპეციალობაში-გასაუბრება (მისაღები გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე); 

ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 (სტანაგის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე - https://mod.gov.ge/ge/page/116/stanag-6001 ან თავდაცვის სამინისტროს შიდა პორტალზე - pd - mil.ge/english-text) ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEF B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC, CGSC, WAR COLLEGE და ა.შ.); 

სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამებზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან:

თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;

სახელმწიფო უწყებათა  მოქმედი მოსამსახურეები; 

სიახლე: პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

30 მისაღები ადგილი:

15 მისაღები ადგილი;

საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

5 მისაღები ადგილი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები;

10 მისაღები ადგილი; 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

30 მისაღები ადგილი:

15 მისაღები ადგილი;

საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

5 მისაღები ადგილი;

საქართველოს სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეები;

10 მისაღები ადგილი; 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

30 მისაღები ადგილი:

15 მისაღები ადგილი;

საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

5 მისაღები ადგილი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები;

10 მისაღები ადგილი;

6. საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

30 მისაღები ადგილი:

15 მისაღები ადგილი;

საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

5 მისაღები ადგილი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები;

10 მისაღები ადგილი; 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

თუკი სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეების რაოდენობა აღემატება პროგრამისათვის არსებული ადგილების რაოდენობას, მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, პროგრამაზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურე. 

რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან კანდიდატის არ არსებობის ან საგამოცდო მინიმუმის ვერ გადალახვის შემთხვევაში მათი კვოტა დაემატება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გვარეობებს (მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, კურსზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურე).

6. კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8, 9, 10 და 11  სექტემბერს - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 12 სექტემბერს - 09:00 საათიდან 15:00 საათამდე, თავდაცვის სამინისტროს გამშვებ პუნქტზე ( მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

7. კონკურსზე დაშვებულ  კანდიდატებთან მისაღები გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 16, 17 და 18 სექტემბერს.

8. თავდაცვის ანალიზის და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში მიმართულებების მიხედვით ჩატარდება 2025 წლის 16 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

ა)  კონკურსზე დაშვებულ  კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 16 სექტემბერს მაგისტრატურაში და გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 10:00 საათზე. (მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

8. უსაფრთხოების კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში მიმართულებების მიხედვით ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

ა)  კონკურსზე დაშვებულ  კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 17 სექტემბერს მაგისტრატურაში და გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 10:00 საათზე. (მისამართი - ქ. თბილისი, დ.უზნაძის 117 ა).

9. ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 18 სექტემბერს. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)

ა) კანდიდატები უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 18 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და გაიარონ რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე. (მისამართი: - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი)

საბუთების ნუსხა:

განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
ავტობიოგრაფია (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
პირადობის მოწმობა (ასლი);
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (ასლი) (არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს მოგვიანებით);
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) (ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული  დედანი  (დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ);
ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა) (დედანი და ასლი);
მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
ცნობა სამსახურის ადგილიდან (იმ კანდიდატისათვის, რომელიც ოფიციალური წერილით არ არის წარმოდგენილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან);
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;
მუყაოს საქაღალდე.

Advertisement