ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სახალხო დღესასწაულში "გორის დღე 2025" მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სახალხო დღესასწაულში "გორის დღე 2025" მიიღო მონაწილეობა.
საგამოფენო სივრცეში ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც განთავსებული იყო აკადემიის სარეკლამო-საინფორმაციო ბროშურები და სხვადასხვა ბრენდირებული სასაჩუქრე საშუალებები. ღონისძიების მიმდინარეობისას აკადემიის იუნკერები დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე, აგრეთვე გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.
აკადემიის საინფორმაციო სივრცემ დიდი ინტერესი გამოიწვია ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებაში, რაც გამოიხატებოდა ვიზიტორების სიმრავლით.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების სახით, უწყვეტ რეჟიმში აწვდის დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აკადემიაში მიმდინარე სიახლეების და პროგრესის შესახებ.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა