
ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის აპარატის უფროსი სოფიო ბაბუნაშვილი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმარი აკადემიის იუნკერებს ესაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე და ამ კუთხით გააცნო პარლამენტისა და კომიტეტის საზედამხედველო მექანიზმები და საქმიანობა.
"აკადემიაში მუდმივ ფორმატში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების ვიზიტები, რაც ემსახურება იუნკერებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას", - აღნიშნავენ თავდაცვის აკადემიაში.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს