ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ბაკალავრიატის წარჩინებული იუნკერების და მათი მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ბაკალავრიატის წარჩინებული იუნკერების და მათი მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ მშობლებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე შეხვდა. რექტორმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ოჯახის თანადგომის უდიდესი მნიშვნელობაზე ცოდნის დაუფლების რთულ პროცესში და წარჩინებულ იუნკერებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ აკადემიაში I, II და III კურსის ყველა იუნკერი იღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 500 ლარს, ხოლო IV კურსის იუნკერები - 1320 ლარს.
გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები იღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.
დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმებია:
რეიტინგული ქულა A+ (95 – 100 ქულა) - 300 ლარი;
რეიტინგული ქულა A (91 – 94 ქულა) - 200 ლარი;
რეიტინგული ქულა B (81 – 90 ქულა) - 100 ლარი;
აკადემიაში ყოველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება წარჩინებული იუნკერების (A+ კატეგორიის) მშობლების დაჯილდოება, ამასთანავე A და B კატეგორიის იუნკერების მშობლებს ეგზავნებათ რექტორის სამადლობელი წერილი საცხოვრებელ მისამართზე.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა








