ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს მიულოცა მაგისტრატურის დასრულება და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
რექტორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ პროგრესსა და სიახლეებზე, რაც აკადემიაში ხორციელდება და აღნიშნა, რომ „აკადემია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უკვე არსებული სამაგისტრო პროგრამების განვითარებას და ახალი პროგრამების დამატებას. წელს პირველად მიღება გამოვაცხადეთ ახალ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამებზე“.
სიტყვით გამოსვლისას რექტორმა მადლობა გადაუხადა მაგისტრატურის აკადემიურ პერსონალს, პირად შემადგენლობას და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები წელს 26-მა მაგისტრანტმა დაამთავრა.
ღონისძიების დასასრულს რექტორმა მაგისტრატურის პირადი შემადგენლობა და პროფესორ-მასწავლებლები დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის სტატუეტებით „დავით აღმაშენებელი“ და "საპატიო სიგელით" დააჯილდოვა.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს