ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებას აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერები, საკანდიდატო კურსის მსმენელები და პირადი შემადგენლობა დაესწრო.
სოხუმის დაცემიდან 32 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია






