
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 16 აპრილს ღია კარის დღე გაიმართება.
"ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 6 აპრილის 10:00 საათიდან - 11 მაისის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index
ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
თავდაცვა და უსაფრთხოება
თავდაცვის მენეჯმენტი
კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება
საავიაციო ინჟინერია
მექანიკის ინჟინერია
აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri
ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს