ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ,,დიდი ძალების მეტოქეობა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში“, ,,მაღალტექნოლოგიური კორპორაციების როლი საერთაშორისო პოლიტიკაში“, ,,ხელოვნური ინტელექტის როლი სატელიტური სისტემების ოპტიმიზაციასა და მართვაში“, ,,დიდ მონაცემთა დამუშავების სტრატეგიები და როლი სამხედრო საქმეში“, ,,ეფექტური მოლაპარაკებები და მანიპულაცია, როგორც წარმატების გასაღები“, ,,ლიდერობის ევოლუცია: სახეები, მოდელები და პიროვნული განვითარების გზები“ და სხვა.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერებმა, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს