
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეათე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა.
აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 63 მონაწილე სტუმრობდა 16 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო კვირეულში აშშ-ის, კანადის, ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, მაკედონიის, თურქეთის, საბერძნეთის და სომხეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.
საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს