ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია "თავდაცვის ინოვაციები და საერთაშორისო პარტნიორობა“ გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჰიბრიდულ რეჟიმში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „თავდაცვის ინოვაციები და საერთაშორისო პარტნიორობა“ ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები აქტუალურ თემებზე, აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია









