Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საფრანგეთის ელჩი და თავდაცვის ატაშეს მოადგილე იმყოფებოდნენ

პოლიტიკა
76
Frontnews image description

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი ოლივიე კურტო და თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რონან ასკოეტი იმყოფებოდნენ.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა უმასპინძლა.

​შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ გაცვლით პროგრამებზე. აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობა.

​აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფება საფრანგეთის სამხედრო აკადემიის ოთხი კადეტი, ხოლო საფრანგეთის სამხედრო აკადემიის საველე სწავლებებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოთხი იუნკერის/მსმენელის მონაწილეობა.

​ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა ოლივიე კურტომ აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილესთან ერთად აკადემიის სამხედრო-საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

ვიზიტის ბოლოს მეთაურის პირველმა მოადგილემ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები