ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა.
აკადემიის რექტორმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. რექტორმა სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს