ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების და სერჟანტ/ოფიცრებისგან დაკომპლექტებულმა რვა გუნდმა.
ფინალურ შეხვედრას აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე და მეორე კურსის იუნკერების გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება მეორე კურსის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი აკადემიის რექტორმა გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ასევე, გამოვლინდა ტურნირის „საუკეთესო ფეხბურთელი“, რომელიც მეორე კურსის იუნკერი მიხეილ სამადაშვილი გახდა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, ფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს