ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გრძელდება.
მიმდინარე წლის 21 მაისს აკადემიაში სტუმრად გორის რაიონის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიის შესახებ. სტუმრები გაეცნენ აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია







