ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალი სასწავლო წელი დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყება ახლად ჩარიცხულ მსმენელებს და მაგისტრატურის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს მიულოცა აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
აკადემიის მაგისტრატურაზე წარმატებით მიმდინარეობს სწავლება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა;
უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამა;
სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პირველად განხორციელდა მსმენელების მიღება ,,საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის'' სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აკადემიის რექტორმა მსმენელებს გააცნო აკადემიის მაგისტრატურაზე მიმდინარე პროცესები და არსებული შესაძლებლობები, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას.
ღონისძიების დასასრულს, აკადემიაში არსებული ტრადიციის შესაბამისად რექტორმა დააჯილდოვა აკადემიური პერსონალი და ასევე წარჩინებული მსმენელების ოჯახის წევრებს გადასცა სამადლობელი წერილები.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა