Logo

“ეროვნული თანხმობის” პროცესში, შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტები და ფასილიტატორები ჩაერთონ

პოლიტიკა
823
Frontnews image description

“ეროვნული თანხმობის” პროცესში, შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტები და ფასილიტატორები ჩაერთონ,  –  ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  საქართველოს პრეზიდენტთან  სალომე ზურაბიშვილს შეხვდრის სემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა ღიაა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებების მიმართ. 

 

“პირველ რიგში,  კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ქალბატონ სალომეს, ნაფიქრი აქვს ამ საკითხზე. 

 

სამუშაო ფორმატში   ეს პროცესი უკვე ახალი წლის შემდეგ გადავა, მანამ კი ცდილობს შეხვდეს ბევრს დაინტერესებულ მხარს. მისი ხედვა არის ის, რომ მოუსმენს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, თუ რა მოლოდინები არსებობს. ამის შემდეგ შესაბამისი პროფესიონალებისა და ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც შეიძლება ასევე იყვნენ მოწვეულები, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყნებში მსგავსი ფასილიტაციის გამოცდილება. მათი დახმარებითა და რეკომენდაციით დაიგეგმება, ალბათ, პროცესი საქართველოს კონტექსის გათვალისწინებით”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კითხვაზე,  ისაუბრეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ლომჯარიამ განაცხადა, რომ პროცესი არ იქნება კონკრეტულ სახელებზე ორიენტირებული. 

 

“ბევრ რამეზე ვისაუბრეთ,  პრეზიდენტის ხედვაა არის, რომ კონკრეტული შედეგები უნდა მოყვეს ამ პროცესს,  თუმცა ეს პროცესი არ  იწყება კონკრეტულ საკითხებზე ორიენტაციით, უფრო ფართო პროცესი იქნება.

 

ჩემი ჩართულობა მიმართული იქნება,  რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე გავაკეთოთ აქცენტი,  პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასა და სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები