
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
იუნკერებს გამოცემა – „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა.
წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს