ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაბა შაუმიანის სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო


















ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სოციალური პროექტის “ერთად მომავლისკენ” ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის აკადემიის ინფორმაციით, იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ.
“პრეზენტაციამ კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა, რის შემდეგაც სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების და იუნკერთა სასწავლო ბატალიონი შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, დაათვალიერეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაცია, აუზი და სპორტული დარბაზი.
თავის მხრივ სკოლის მოსწავლეებმა იუნკერებს წარუდგინეს პრეზენტაცია დაბა შაუმიანის მდიდარია ღირსშესანიშნაობების შესახებ.
აღნიშნული სახის ვიზიტები ეხმარება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა